воскресенье, 14 апреля 2013 г.


1.პროექტის სახელწოდება:  სამყარო რიცხვებში






2.პროექტის მთავარი თემა: რიცხვების როლი კაცობრიობის ისტორიაში.
3.პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები იკვლევენ მათემატიკის და რიცხვების როლს ადამიანების ცხოვრებაში.
4.პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა გაიგონ, რომ სამყარო რიცხვთა ძალაზეა აგებული, რომ მათემატიკა ძალიან საჭიროა ყოველდღიურ ცხოვრებაში და ის ძალიან ბევრ რამეში გვეხმარება...
5.მონაწილეთა ასაკი: 11-14 წლ.(V, VI, VIII კლასები)
6.ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე
7.მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები ისწავლიან დამოუკიდებელ აზროვნებას,  ურთიერთთანამშრომლობას, შეიძენენ კვლევისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს, . პროდუქტები: ფოტოალბომი, ჩანახატები, ფოტოებისა და ნახატების გამოფენა, პრეზენტაცია, ბლოგი შექმნილი მასალების მიხედვით
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ენციკლოპედია, ინტერნეტი.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): მასალის მოძიება დამხმარე
 ლიტერატურის საშუალებით. მოსწავლეებს დაევალათ მოემზადებინათ თემები: "ერატოსტიენეს საცერი"(მეხუთე კლასი),"მაგიური კვადრატები" (მეექვსე კლასი), "მისტიური რიცხვები" (მეექვსე კლასი), "რიცხვი 13" (მეექვსე კლასი)," ფიგურული რიცხვები"(მეექვსე კლასი), "საშუალო სიდიდეები" (მერვე კლასი). ფოტოალბომის შექმნა, ვიქტორინის, დისკუსიის 
გამართვა, გამოფენის, პრეზენტაციის მოწყობა.

10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ გეგმასთან კავშირი:
ქართული ენა და ლიტერატურა--წერის უნარის განვითარება.  მოძიებული მასალის ლიტერატურულად გამართულად ჩამოყალიბება და თემის სახით გადმოცემა.
ისტორია--გაეცნობიან სხვადასხვა ერის ხალხს რა დამოკიდებულება აქვს მათემატიკასთან და რიცხვებთან. რიცხვების როლს ისტორიაში.
ისტ-- ინფორმაციის ინტერნეტში მოძიება და თარგმნა.
11.პროექტის ხელმძღვანელი: თამარ არაბული
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: tamunaarabuli1@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი http://taarabuli.blogspot.com/

Комментариев нет:

Отправить комментарий